განცხადება
მოგესალმებით
შეგახსენებთ, რომ თქვენ მონაწილეობდით „eSchool“-ის კომბინირებული სასკოლო ოლიმპიადის ფინალურ ტურში.
თქვენთვის უკვე ცნობილია, როგორც I, ასევე II და III ტურის ქულა, მაგრამ სარეიტინგო სია ამ დრომდე არ იყო გამოქვეყნებული შემდეგი მიზეზების გამო:
-
სააპელაციო კომისია განიხილავდა მონაწილეთა მიერ დაწერილ სააპელაციო განცახებებს;
-
ზოგიერთ კლასში ქულების დამთხვევის გამო ჩაინიშნა დამატებითი ტური.
(დამატებითი ტური ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირველადი რეიტინგით საუკეთესო 10 მონაწილეს შორის ქულები ერთმანეთს ემთხვევა) დამატებით ტურში მონაწილეობდა მხოლოდ რეიტინგით პირველი 10 მონაწილე.
სარეიტინგო სიაში პირველ 10 მონაწილეს გადაეცემა სხვადასხვა სახის საჩუქრები.
რადგან თქვენ ვერ მოხვდით საუკეთესო 10 მონაწილეს შორის ჩვენი პარტიორი კომპანიის „ვოიაჟერ აკადემიის“ მიერ გადმოგეცემათ ზამთრის ბანაკის 50%-ანი ფასდაკლების ვაუჩერი.
სარეიტნიგო სიის სანახავად გთხოვთ დააკლიკოთ ღილაკს სარეიტინგო სია, ხოლო ბანაკის ვაუჩერის და ზოგადად ბანაკის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის გხოვთ დააკლიკოთ ღილაკს „ბანაკის დეალები“.