ბაკურიანი „ამირანის პარკი“ „ბაკურიანის ნაკრძალი“. ვიზიტორების მხრიდან მუდმივად ბინძურდება პარკის ტერიტორია.
მოვუწოდებთთ მოსახლეობას, თავი შეიკავოს ნარჩენების ბუნებაში გადაყრისგან. როდესაც სანაგვე ურნა არის სავსე, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ნარჩენები ურნის გვერდით, რადგან არის დიდი შანსი, რომ ეს ნარჩენები გაიფანტოს ბუნებაში.
ბაკურიანის განვითარების სააგენტო • Bakuriani Development Agency, გთხოვთ ტერიტორიაზე დააყენოთ ვიდეო კამერები, რითაც მოხდება პერიმეტრის კონტროლი, გარდა დაბინძურებული ადგილებისა ნაკრძალში ისეთ ლოკაციებზე ვნახეთ კოცონის კვალი რაც არის კრიტიკული ზონა (კოცონის ადგილიდან 10-15 მეტრში მდებარეობს ხმელი ხეები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი, ასევე კოცონის არცერთი უსაფრთთხოების ზომა არ იყო დაცული, არ იყო გაკეთებული სახანძრო კვალი, კოცონს გარშემო არ ჰქონდა დამცავი ქვები და ა.შ ეს არის საკმაოდ საშიში, 2023 წლის ზაფხული საბედნიეროდ ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ხანძრის გარეშე სრულდება და იმედია დასრულდება კიდეც, მაგრამ ვინც ცდილობს ამის ხელის შეშლას აუცილებელია გახორციელდეს შესაბამისი რეაგირება და გამოვიყენოთ მკაცრი სანქციები.
ერუდიტი მუდმივად ცდილობს სხვადასხვა ლოკაციებზე ჩაატაროს გარემოსდაცვითი კამპანიები, რაც შეიძლება გამოხატული იყოს როგორც: * დასუფთთავების აქციით; * გამწვანების აქციით; * გარემოსდაცვითი ტრენინგებით და ა.შ.
ერუდიტის საზაფხულო ბანაკის მონაწილეები მუდმივად ასუფთავებენ სხვადასხვა დაბინძურებული ლოკაციებს...
ამჯერად წარმოგიდგენთ ერუდიტის საზაფხულო ბანაკის VIII-IX ნაკადების მიერ გახორციელებულ გარემოსდაცვით (დასუფთავების აქციას) ბაკურიანში კერძოდ ამირანის პარკში (ნაკრძალში).
გვიყვარდეს ჩვენი ბუნება; გავუფრთხილდეს ბუნებას; გვიყვარდეს ჩვენი პლანეტა; გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას; არ დავაბინძუროთ ბუნება; დავიცვათ კოცონის დანთების წესები...
მადლობა ბანაკის ყველა მონაწილეს, მადლობა მოსახლეობას, რომელიც ცდილობს არ დააბინძუროს ჩვენი გარემო.
Comments