top of page
Search
  • Writer's pictureერუდიტი

განცხადება 08.09.2023


განცხადება

მოგახსენებთ, რომ 2023 წლის 30 აგვისტოდან, 2023 წლის 4 სექტემბრამდე ხორციელდებოდა „ერუდიტის“ საზაფხულო ბანაკი ქობულეთში.

დამატებით მოგახსენებთ, რომ „ერუდიტის“ მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკების მე-11 ნაკადზეა საუბარი.

მონაწილეთა ინტერესებიდან გამომდინარე, „ერუდიტის“ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბანაკი აქტივობების ნაწილში შეერთებოდა სხვა საზაფხულო ბანაკს და გახორციელებულიყო ერობლივი და მასშტაბური აქტივობები.

გასული 10 ნაკადის მონაცემებით, რომ ვიმსჯელოთ „ერუდიტის“ ბანაკში ადგილი არ ჰქონია წესდების და დისციპლინის ისეთ დარღვევას, რომელიც ადმინისტრაციის თანამშრომლებს იძულებულს გახდიდა, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით მიემართა სახელმწიფო უწყებებისთვის (პოლიციისთვის, სამაშველო სამსახურისთვის, სასწრაფო სამედიცინო სამსახურისთვის ან სხვა).

როგორც მოგახსენეთ „ერუდიტმა“ აღნიშნული მე-11 ნაკადი განახორციელა “სხვა საზაფხულო ბანაკთან“ კოორდინაციით (სხვა ბანაკის სახელს შეგნებულად არ ვასახელებთ).

“სხვა საზაფხულო ბანაკის“ ერთ-ერთი არასრულწლოვანი მონაწილის მხრიდან სისტემატიურად ირღვეოდა ბანაკის წესდება, რასაც შესაძლოა ბანაკის უსაფრხოების და სხვა მონაწილეთა უსაფრთხოებისთვის შეექმნა საფრთხე.

1) ფაქტი (2023 წლის 1 სექტემბერი დაახ. 18:00 საათი). „ერუდიტის“ და „სხვა საზაფხულო ბანაკის“ მონაწილეები ერთობლივი აქტივობის გახორციელების მიზნით ქობულეთიდან გაემგზავრნენ ბათუმში, სადაც იგეგმებოდა სხვადასხვა სახის აქტივობები, ბათუმში ბულვარში სეირნობისას მონაწილეები თვითორგანიზებით გადანაწილდნენ სხვადასხვა ჯგუფებში სადაც მიყვებოდა „ერუდტის“ ან „სხვა საზაფხულო ბანაკის“ ლიდერები. ერთ-ერთ ჯგუფს თან ჰქონდა “უსადენო დინამიკი“ სადაც ჯგუფის მონაწილეებმა ჩართეს მათთვის სასურველი მუსიკა და ამ მუსიკაზე ჯგუფის ყველა წევრი მხიარულობდა და ყვებოდა მუსიკის ტექსტს და რიტმს. სხვა ჯგუფიდან გამოეყო ერთ-ერთი არასრულწლოვანი მონაწილე, მოვიდა აღნიშნულ ჯგუფთან და ეუბნეოდა, რომ ეს მუსიკები გამოერთოთ, რადგან იყო „დებილობა“, ასევე მონაწილის მხრიდან დაფიქსირდა სხვა უწმაწური სიტყვების გამოყენება, (საჯარო ცენზურის გამო დეტალებს არ ვაკონკრეტებთ), მონაწილე შეურაცხყოფას აყენებდა ჯგუფის სხვა მონაწილეებს თუ როგორ უსმენდნენ ამ მუსიკას, მათ არ ქონდათ გემოვნება და ა.შ... „ერუდიტის“ ადმინისტრაციის ჩართულობით, სხვა მონაწილეთა ინტერესების დაცვის მიზნით მოხდა პრობლემის მოგვარება და არასრულწლოვან პირს განემარტა, რომ ეს იყო ჯგუფის არჩევანი მოსწონდათ ეს მუსიკა და მისი ჩართვის უფლება ქონდათ, საქმეში ასევე ჩაერთო „სხვა საზაფხულო ბანაკის“ ადმინისტრაცია და სიტუაცია დასტაბილურდა, არასრულწლოვანი დაუბრუნდა თავის ჯგუფს, ხოლო მონაწილეებმა განაგრძეს მუსიკის მოსმენა.

2) ფაქტი (2023 წლის 1 სექტემბერი დაახ. 22:00 საათი). „ერუდიტის“ და „სხვა საზაფხულო ბანაკის“ მონაწილეები დაბრუნდნენ ბანაკის ბაზაზე (სასტუმროში). ბანაკის ერთ-ერთ არასრულწლოვან პირს ქონდა ჯანმრთელობის პრობლემა კერძოდ მონაწილე იყო დაშავებული მედუზის მხრიდან (მონაწილე “დასუსხა“ მედუზამ) და გამოვლინდა ალერგიული ჩვენება, რა დროსაც მონაწილეს ფაქტობრივად დაეკეტა სასუნთქი სისტემა ასევე უჭირდა დამოუკიდებლად გადაადგილება და გადაადგილების პროცესში მონაწილეს დახმარებას უწევდა „ერუდიტის“ ადმინისტრაცია.

„ერუდიტის“ ადმინისტრაციის თანამშრომლები გადამზადებული არიან პირველადი სამედიცინო დახმარების მიმართულებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ მეშვეობით.

„ერუდიტის“ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მომენტალურად მოახდინეს ალერგიული ჩვენების დასტაბილურება და თითქმის ჩაკეტილი სასუნთქი სისტემის საკითხიც გადაიჭრა და მონაწილეს აღარ უჭირდა სუნთქვის პროცესი.

მედუზის ნაკბენი (მედუზის დასუსხვა) მონაწილეს ქონდა მარჯვენა ფეხის კუნთზე, რამაც მონაწილის დამოუკიდებელი გადაადგილება გახადა შეუძლებელი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ „ერუდიტის“ თანამშრომლების დახმარებით მოხდა მონაწილის ბათუმის ბულვარიდან ტრანსპორტში მიყვანა და შემდეგ ტრანსპორტიდან სასტუმროს შიდა ეზომდე მიყვანა.

„ერუდიტის“ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაშავებული მონაწილე მოათავსეს სასტუმროს ეზოში პირველ სართულზე სკამზე და ის დროებით არ აიყვანეს მის ოთახში (მონაწილე ცხოვრობდა სასტუმროში მე-4 სართულზე), რადგან კუნთის დაზიანების გამო გადაადგილება შეუძლებელი იყო და კიბეზე მონაწილის ასვლა და აყვანა გამოიწვევდა დამატებით ტკივილს, ასევე საჭირო იყო ფეხის დამუშავება.

„ერუდიტის“ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მოიძიეს ყველა საჭირო მედიკამენტი და სხვა საჭირო სამედიცინო ნივთები, რათა მონაწილისთვის დაემუშავებინათ ჭრილობა.

როდესაც „ერუდიტის“ თანამშრომლები აფთიაქში ყიდულობდნენ ნივებს, (რომლებიც აღარ იყო „პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთში“) დაშავებული მონაწილე სხვა მონაწილეებმა აიყვანეს თვითნებურად სასტუმროს მე-4 სართულზე რა დროსაც „ერუდიტის“ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გასცეს შენიშვნა, რომ არ შეიძლებოდა აღნიშნული პროცედურის გახორციელება და უნდა დალოდებოდნენ ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომ მომხდარიყო ჭრილობის ეფექტური დამუშავება.

შენიშვნის დაფიქსირებისას ერთ-ერთი არასრულწლოვანი (მონაწილე რომელიც აგრესიული ქმედებით გამოირჩეოდა პირველ ეპიზოდში მუსიკებთან დაკავშირებით) დაუპირისპირდა „ერუდიტის“ ადმინისტრაციის თანამრომლებს და უწმაწურ სიტყვებთან ერთად ეუბნეოდა, რომ “შენ არავინ გეკითხება“, “შენი საქმე არ არის“ და ა.შ (საჯარო ცენზურის გამო დეტალებს არ ვაკონკრეტებთ).

3) ფაქტი (2023 წლის 2 სექტემბერი დაახ. 01:00 საათი). „ერუდიტის“ ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან ეზოში შეკრებილი მონაწილეების მიმართ გაიცა მითითება, რომ იყო ღამის 01:00 საათი და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ეტაპობრივად განთავსებულიყვნენ საკუთარ ოთახებში, კონკრეტულად აუცილებელი იყო, რომ 15 წლამდე ყველა მონაწილე განთავსებულიყო საკუთარ საძინებელში.

მითითების გაცემისთანავე „სხვა საზაფხულო ბანაკის“ ერთ-ერთი მონაწილე (რომელიც გამოირჩეოდა მუსიკის ეპიზოდში და დაშავებული მონაწილის ეპიზოდში აგრესიული ქმედებით), დაუპირისპირდა „ერუდიტის“ ადმინისტრაციის თანამშრომლებს, აგრესიული და შეურაცხმყოფელი ტერმინებით თანხლებით განაცხადა, რომ არ წავიდოდა ოთახში, ასევე მოუწოდა ბანაკის სხვა მონაწილეებს, რომ არ წასულიყვნენ საძინებლებში და მკვეთრად აფიქსირებდა, რომ „ერუდიტის“ ადმინისტრაციის თანამშრომლებს “არაფერი არ ეკითხებოდათ“.

„სხვა საზაფხულო ბანკის“ ადმინისტრაციამ დროულად ვერ შეძლო სიტუაციის დასტაბილურება რა დროსაც „ერუდიტის“ ადმინისტრაციამ არასრულწლოვანი პირების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება, რომ განეხორციელებინა ზარი 112 ში და ადგილზე გამოეძახა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თანამშრომლები, სიტუაციის დასტაბილურების მიზნით.

შესაბამისი ეკიპაჟების მოსვლამდე „სხვა საზაფხულო ბანაკის“ ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონაწილები განეთავსებინა საძინებლებში და თავად ჩართულიყვნენ სიტუაციის მოგვარების პროცესში.

საბოლოოდ, როდესაც პოლიცია გამოცხადდა ადგილზე, პრობლემა მოგვარებული იყო 15 წლამდე მონაწილეები მოთავსებულები იყვნენ საძინებლებში და ეზოში ამ ასაკის არცერთი მონაწილე არ გადაადგილდებოდა. შესაბამისად პოლიციის და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თანამშრომლების ჩართულობის საჭიროება აღარ იყო და „ერუდიტის“ ადმინისტრაციის მხრიდან გაუქმდა შეტყობინება.

დამატებით მოგახსენებთ, რომ არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც გამოირჩეორდა ზემოხსენებულ 3 ეპიზოდში აგრესიით არ იყო „ერუდიტის“ საზაფხულო ბანაკის სარეგისტრაციო ბაზაში რეგისტრირებული და ეს არასრულწლოვანი დარეგისტრირებული იყო „სხვა საზაფხულო ბანაკის“ ბაზაში, შესაბამისად „ერუდიტი“ არ ფლობდა ინფორმაციას ამ არასრულწლოვანის შესახებ, არ იცოდა საჭიროებები თუნდაც ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა დამატებითი ფაქტორები რაც საშუალებას მოგვცემდა თუ რაიმე მიზეზი გამოიკვეთებოდა მოგვეხდინა ინდივიდუალური მიდგომა, ფსიქოლოგების ას სხვა დარგის ექსპერტების ჩართულობით.

დამატებით მოგახსენებთთ, რომ „ერუდიტი“ ფლობს „ამერიკული ბანაკების საერთაშორისო ასოციაციის“ სერტიფიკატს, გაგვაჩნია შესაბამისი უფლებები და ვალდებულებები, როგორც „ამერიკის ბანაკების საერთაშორისო ასოციაციასთან“, ასევე სახელმწიფო უწყებებთან და რაც მთავარია, მონაწილეთა მშობლებთან და თვით მონაწილეებთან, შესაბამისად ჩვენი რეაგირება აღნიშნულ სიტუაციებში იყო გამართლებული.

დამატებით გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია კომენტარებში, მომხდართან დაკავშირებით

1) გსურთ ბანაკი სადაც მონაწილეები გადანაწილდებიან მათშორის ასაკობრივ ჯგუფებში და ჯანმრთელობის და სხვა განვითარების მხრივ ექნებათ შესაბამისი დღისწესრიგი.

თუ

2) გსურთ ბანაკი სადაც ადმინისტრაცია არ გააკონტროლებს, არც ძილის დროს, არც ოთახებში მოთავსების დროს, არც აქტივობებს და ა.შ.

გაითვალისწინეთ, რომ ბანაკის ლოკაციიდან 100 მეტრში არის საზღვაო ზოლი და დიდია რისკი იმისა, რომ ეზოში შეკრებილი მონაწილეები დაუკითხავად ღამის 01:00 - 02:00 საათებში გავიდნენ ზღვაზე, ასევე არსებობს მრავალი სხვა ფაქტორი...

მადლობა ყურადღებისათვის #ერუდიტი #განათლებაგვაერთიანებს

10 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page