top of page
Search

განცხადება 19.07.2023

Updated: Sep 20, 2023

❗️ განცხადება 📣


მოგესალმებით

როგორც თქვენთვის ცნობილია „ერუდიტი“ 2023 წლის 19 ივნისიდან ახორციელებს გასართობ-შემეცნებით საზაფხულო ბანაკებს...


ორგანიზაციის FACEBOOK გვერდზე, ოფისის ტელეფონის ნომრებზე, თანამშრომლების პირად ტელეფონებზე ყოველდღიურად შემოდის ერთი და იგივე შინაარსის შეკითხვები, როგორც შეტყობინების სახით, ასევე ზარების მეშვეობით...


შეკითხვის შინაარსი კი შემდეგია:

არის თუ არა ბანაკის სასტუმროში აუზი/ბასეინი ?

ბანაკის ჯგუფი გადის თუ არა სადმე მდინარეზე ?

ბანაკის ჯგუფი გადის თუ არა სადმე ტბაზე ?

„ერუდიტი“ ახორციელებს ბანაკს ზღვაზე ?

და ა.შ...


ჩვენი მხრიდან კი პასუხი ყოველთვის არის შემდეგი:

- სასტუმროში არ არის აუზი/ბასეინი;

- გასვლითი ტური არ არის არცერთ მდინარეზე;

- გასვლითი ტური არ არის არცერთ ტბაზე

- ჩვენი ბანაკები არ არის ზღვაზე და არის მხოლოდ მთაში...


აღნიშნული პასუხის მოსმენის შემდეგ ზოგიერთი მშობელი და ბავში არის უკმაყოფილო...


განგიმარტავთ, რომ ჩვენთვის უმთავრესია მონაწილეთა უსაფრთხოება, გახშირებული უბედური შემთხვევები და სხვადასხვა ლოჯისტიკური საკითხები არ გვაძლევს იმის საშუალებას და უფლებას, რომ აქტივობები გავახორციელოთ წყალთან პირდაპირ შემხებლობით...


მოგახსენებთ, რომ „ერუდიტის“ გასართობ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკების საფასური ბაზართან მიმართებით არის ყველაზე დაბალი და ხელმისაწვდომი...


ჩვენი ბანაკების მიზანია „მოსწავლეებს“ დატვირთული სასწავლო წლის შემდეგ შევუქმნათ დაუვიწყარი და უსაფრთხო გასართობ-შემეცნებითი გარემო...


ვითვალისწინებთ რა საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონს და ვითვალისწინებთ იმას, რომ ყველა ოჯახს არ აქვს იმის საშუალება, რომ საზაფხულო ბანაკში გადაიხადოს 600, 800, 1000 ან მეტი ლარი...


სამწუხაროდ ყველა ოჯახს არ აქვს იმის საშუალება, რომ ოჯახის წევრებთან ერთად წავიდნენ დასასვენებლად სხვადასხვა კურორტებზე, სხვადასხვა ქვეყნებში და ა.შ...


ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინების შემდეგ ჩვენს მხირადან შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლი, გათვლილია შესაბამისი ხარჯები და დაანგარიშებულია ყველა დეტალი, რომ მონაწილეებს რაც შეიძლება დაბალი და ხელმისაწვდომი ფასი შევთავაზოთ...


როგორც მოგეხსენებათ „ერუდიტის“ ბანაკის საფასური მერყეობს 250 დან 450 ლარის შუალედში...


გვესმის, რომ ნამდვილად უკეთესი იქნება სასტუმროში ბასეინი, გასვლა მდინარეზე, გაზვლა ტბაზე და ა.შ...


❗️ მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ:

აუცილებელია იყოს დაცული ყველა მონაწილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ზემოაღნიშნული აქტივობების გახროციელბის და პარალერულად უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მიზნით აუცილებელია სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯები რასაც მარტივად წარმოგიდგენთ:


როდესაც საქმე ეხება 40 არასრულწლოვანს და მათ მდინარეზე ან ტბაზე გასვლას

1) აუცილებელია მინიმუმ 5 კაციანი სამაშველო ჯგუფის მობილიზება;

2) აუცილებელია მინიმუმ 3 ნავის მობილიზება;

3) აუცილებელია მინიმუმ 40 სამაშველო ჟილეტის მობილიზება;

4) აუცილებელია მინიმუმ 5 ცურვის ინსტრუქტორის მობილიზება;

5) აუცილებელია მინიმუმ 2 სამედიცინო პერსონალის მობილიზება...

გარდა ზემო აღნიშნული პირებისა და ნივთებისა ასევე საჭიროა სხვადასხვა დეტალის გათვალისწინება, რომ თითოეული მონაწილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს მაქსიმალურად დაცული...


რათქმაუნდა ზემოაღნიშნული დეტალები არ არის მოუგვარებელი და შესაძლებელია ამ ყველაფრის მოგვარება, მაგრამ იგივე ნივთთის შეძენას ან დაქირავებას, ასევე პერსონალის დაქირავებას სჭირდება საკმაოდ დიდი თანხა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროფესიონალ სპეციალისტებზეა საუბარი...


ყოველივე აღნიშნული მოგვარება რათქმაუნდა გაზრდის ხარჯებს რაც პირდაპირ პროპორციულად გაზრდის ბანაკის საფასურს 250-450 ლარიანი დიაპაზონის ნაცვლად, შესაძლოა ღირებულება იყოს 800-1500 ლარის შუალედშიც კი...


❗️ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ კვლავ გავიმეორებთ, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი პროექტი მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი ყველა პირისთვის მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა...


❗️ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ კვლავ გავიმეორებთ, რომ ჩვენთვის ბანაკის მონაწილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმნიშვნელოვანესი და ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა...


თუნდაც ბოლო 1 კვირის სტატისტიკით, რომ ვიმსჯელოთ სამწუხაროდ 10 ზე მეტი უბედური შემთხვევა დაფიქსირდა და 10 ზე მეტტი ადამიანი გარდაიცვალა სხვადასხვა მდინარეზე, ტბაში, ზღვაში თუ მათ შორის სასტუმროს აუზში...

პირველ რიგში ვიზიარებთ და თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს და ახლობლებს...


და ასევე დავამატებთ, რომ გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება არამხოლოდ ბანაკის, არამედ ნებისმიერი აქტივობის, ტურის, ლაშქრობის მიმართ, გაუფრთხილდეთ საკუთარ და თქვენი შვილების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და ნუ გაქვთ იმის ილუზია, რომ 250 ლარად და 350 ლარად შესაძლებელია 40 მონაწილის უსაფრთხოების დაცვა ყველა საველე პირობებში, არა არ არის შესაძლებელი...


250 ლარის და ამ ტარიფის შესაბამისად ჩვენ უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს გთავაზობთ:

* უსაფრთხო სასტუმრო;

* კამერებით კონტროლი;

* დაცვის კომპანიასთან ხელშეკრულება;

* სამედიცინო პერსონალი;

* გადამზადებული და კვალიფიციური და პროფესიონალი ლიდერები და ადმინისტრაციის თანამშრომლები;

* გადამზადებული და კვალიფიციური მძღოლები;

* უსაფრთხო ტრანსპორტი;

და კიდევ სხვა მრავალი დეტალი...


გახშირებული უბედური შემთხვევების ფონზე განსაკუთრებით გთხოვთ გამოიჩინოთ ყურადღება ვის და რა პირობში ანდობთ თქვენს ან თქვენი შვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს...


ყველას გიხდით ბოდიშს ვისაც გსურთ აუზი, მდინარე, ტბა, ზღვა, ჩანჩქერი და ა.შ, მაგრამ ეს ჩვენთან არ არის, სამაგიეროდ ამის გარდა იმდენი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა, რომ საერთოდ არ გაგახსენდებათ არც ზღვა, არც ტბა, არც მდინარე და არც რაიმე მსგავსი...


გთხოვთ ღილაკის ქვემოთ მოცემული ღილაკის გამოყენებით FACEBOOK ზე იხილოთ ზუსტად ეს განცხადება და კომენტარებში დააფიქსიროთ რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით ჩვენს ასეთ პოზიციას


მადლობა წინასწარ 💚


გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას და წარმატებას 💚


თუ გაქვთ შეკითხვები „ერუდიტის“ ბანაკთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს:

533 33 21 33 (ლევანი)

599 24 12 61 (გვანცა)

ან რეგისტრაციისთვის ეწვიოთ საიტს -> www.erudite.ge

შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით.


23 views0 comments

Comments


bottom of page