top of page
Search
  • Writer's pictureერუდიტი

საგანმანათლებლო პროგრამა ერუდიტი











მოგესალმებით ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო. წარმოგიდგენთ უნიკალურ საგანმანათლებლო პორტალს WWW.ERUDITE.GE ორგანიზაცია „ერუდიტი“ წლების განმავლობაში მართავს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტებს, ასობით სკოლაში იციან „ერუდიტის“ შესახებ. 2023 წელს გადავწყვიტეთ, რომ პარტნიო სკოლებთან ინდივიდუალიური თანამშრომლობა შევინარჩუნოთ, მაგრამ პარალელურად შევქმნათ ვებ-პორტალი სადაც აქტიურად იქნებიან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ჩართულები. წელს პირველად ორგანიზაცია „ერუდიტი“ საჯაროდ წარადგენს იმ პროექტებს, რომლებიც წლების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორ სკოლებთან იმართებოდა. „ერუდიტი“ მრავალწლიანი გამოცდილებით შეეცდება, რომ მოსწავლეებს შესთავაზოს ცოდნის და ერუდიციის ამამაღლებელი, ინტელექტულური საგანმანათლებლო პროექტის მრავალი სახეობა. „ერუდიტის“ ადმინისტრაცია შეეცდება, რომ მოსწავლეებთან დაამყაროს ინდივიდუალური კავშირი და მოსწავლეებს უბიძოგს წარმატებისკენ. „ერუდიტის“ მთავარი ამოცანა არის ის, რომ მოსწავლეებმა მიიღონ გამოცდილება ჩვენს პროექტებში, შეაფასონ საკუთარი ინტელექტის დონე, აღმოაჩინონ სისუსტეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იმუშაონ სუსტ მხარეებზე და შემდგომ ცხოვრების ყველა ეტაპს შეხვდნენ უფრო მომზადებულები, უფრო განათლებულები და უფრო გამოცდილები.


ჩვენი ყველა წარმატებული მონაწილე იძენს სტატუს „ერუდიტი“. ეს სტატუსი ჩვენს ყველა მონაწილეს ეამაყება, დამწყები მონაწილეებისათვის კი ნამდვილად საოცნებო და სანატრელია ერქვათ „ერუდიტი“. ეს სტატუსი არ არის ნამდვილად ადვილი მოსაპოვებელი და ის დიდი ძალისხმევის, სწავლის სიყვარულით და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობით მიიღწევა... „ერუდიტის“ ადმინისტრაცია მუდმივად, ყოველ სეზონზე ნერგავს ახალი ტიპის საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებს. საიტი, რომელზეც ახლა ამ სიახლეს კითხულობთ არის ერთ-ერთი სიახლე, რადგან 2023 წლამდე მხოლოდ და მხოლოდ სკოლებთან ინდივიუალური თანამშრომლობის შედეგად ვახორციელებდით პროექტებს. სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, რომ პირველ რიგში, სკოლებთან დაამყარონ ინდივიდუალური კომუნიკაცია, პროექტებში ჩართონ მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული (შეზღუდული რაოდენობის) სკოლის მოსწავლეები, აიმაღლონ გამოცდილება, შეაფასონ სისტემებში სუსტი და ძლიერი მხარეები. სუსტი მხარეები გამოასწორონ და აქციონ ერთი გამართულ “შეკრულ“ და საიმედო სისტემად. მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყონ პროექტების გახორციელება საჯარო სივრცეებში, რადგან პროექტების საჯაროდ დაწყების შემთხვევაში თუ დაფიქსირდება რაიმე ტექნიკური ან არატექნიკური ხარვეზი ძნელი იქნება მასზე მუშაობა და გამოსწორება...

გაითვალისწინეთ, რომ


საჯარო პროექტში შეიძლება ჩაერთოს 10 000, 20 000 ან მეტი მოსწავლეც კი. ტექნიკური ან სხვა ტიპის ხარვეზი კი აისახება თითოეულ მონაწილეზე, მათ ფისიქოლოგიურ და მენტალურ განვითარებაზე... საგანმანათლებლო ორგანიზაციების მთავარი მიზანი კი ნამდვილად, არა თუ მოსწავლეების “დასტრესვა“ და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოქცევა,, არამედ მოსწავლეების განვითარება, სწავლისკენ მოტივაცია და სწავლის სიყვარულის გარღმავება უნდა იყოს. უმორჩილესად, გთხოვთ პროექტების გახორციელება დაიწყოთ, მხოლოდ მცირე ჯგუფებში, რათა იმუშაოთ ხარვეზებზე... როდესაც ჩათვლით, რომ სისტემა, ფუნქციონალი და ყველა საჭირო ტექნიკური თუ არატექნიკური დეტალი არის მოგვარებული, გამოცდილი და წარმატებით დანარგილი და ყოველივე ამას თქვენი პარტნიორი სკოლებიც დაგიდასტურებენ, დიახ მას შემდეგ ნამდვილად შეგიძლიათ განვითარდეთ და პროექტები კერძო, მცირე რაოდენობის ჯგუფებიდან გაიტანოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით... „ერუდიტიც“ სწორედ აღნიშნული განვითარების საფეხურს მიიჩნევს აპროვირებულად და წარმატებისკენ მიმართულ გზად...


„ერუდიტი“ წლების განმავლობაში ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის პროექტებს, ნერგავდა ინოვაციებს, მუშაობდა ხარვეზებზე და დღეს მრავალწლიანი გამოცდილების ფონზე გვინდა საჯაროდ წარმოგიდინოთ „ერუდიტის“ საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტები სადაც მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს მე-2 დან მე-12 კლასის ჩათვლით, ასევე „ერუდიტის“ პროექტებში მონაწილეობა შეუძლიათ სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის ხარისხის I და II კურსის სტუდენტებს. მე ვარ ერუდიტი


გისურვებთ წარმატებას


80 views1 comment

댓글 1개


quizz.eschool.edu.ge
2023년 3월 04일


좋아요
bottom of page