ერუდიტი წარმოგიდგენთ
სკოლის მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისათვის ესეების კონკურსის პროექტს.
ქართულენოვანი ესეების კონკურსი;
ინგლისურენოვანი ესეების კონკურსი.
პროექტში რეგისტრაცია შეუძლია, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
პროექტში რეგისტრაცია შეუძლია, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
ქართულენოვანი ესეების კონკურსი: რეგისტრაცია შეუძლია მე-2 დან მე-12 კლასის მოსწავლეებს, ასევე ბაკალავრის I და II კურსის სტუდენტებს;
ინგლისურენოვანი ესეების კონკურსი: რეგისტრაცია შეუძლია მე-2 დან მე-12 კლასის მოსწავლეებს, ასევე ბაკალავრის I და II კურსის სტუდენტებს;
ესეების კონკურსი ჩატარდება 2 ტურად: I ტური - შესარჩევი ეტაპი დისტანციურად; II ტური - ფინალი ფიზიკური ფორმატით (საქართველოს ყველა რეგიონში).
„ერუდიტის“ გუნდისათვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ნებისმიერ პროექტში გამარჯვებულები გამოვლინდნენ ჭეშმარიტი კონკურენციისა, გამჭირვალეობისა და სამართლიანობის სტანდარტების მაქსიმალური დაცვით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე „ერუდიტის“ გუნდში მიგვაჩნია, რომ დავალებაზე მუშაობისას, გადაწერის პრევენციის მიზნით აუცილებელია მონაწილეთა დაკვირვება. „ერუდიტის“ ესეების კონკურსის შესარჩევი ეტაპი იქნება სრულად დისტანციური, დავალების შესასრულებლად კი განსაზღვრულია 6 საათი. რათა არ შევქმნათ 6 საათის განმავლობაში სტრესული ფონი, მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების მიზნით, მონაწილეს არ ევალება კამერის და მიკროფონის აქტივაცია, მაგრამ გასათვალისწინებლია, რომ გადაწერის პრევენციის მიზნით თითოეული ნამუშევარი შემოწმდება პლაგიატზე. მე-2 ფინალურ ტურში კი, სტრესული გარემოს თავიდან აცილების მიზნით, საგმოცდო სივრცეებში არ იქნებიან დამკვირვებლები, რათა დამკვირვებების გადაადგილებამ მონაწილეებს არ შეუქმნას დისკომფორტი და დაძაბული გარემო. მე-2 ფინალური ტურის ჩატარება ხდება ფიზიკურ სივრცეებში დავალება კი იწერება ფურცლებზე, აღნიშნულ სივრცეებში დამკვირვებლების ნაცვლად იქნება ვიდეო მონიტორინგი.
აღსანიშნავია, რომ „ერუდიტის“ ესეების კონკურსის მონაწილეს შეუძლია სისტემაში შემოვიდეს:
პერსონალური კომპიუტერით;
ლეპტოპით;
სკოლის ლეპტოპით ე.წ „ბუკით“;
მობილური ტელეფონით;
პლანშეტური კომპიუტერით.
„ერუდიტის“ ვებ-პლატფორმები არ ქმნის დაბრკოლებას, რომელიმე კონკრეტული მოწყობილობის მიმართ.
სამწუხაროდ საქართველოში არსებული სოციალური და ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე ყველა ოჯახში არ არის პერსონალური კომპიუტერი. ჩვენ კი დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ სისტემაში შემოსვლის საშუალება მხოლოდ კომპიუტერული მოწყობილობით მოვახდინოთ.
პირველად საქართველოში, ყველაზე მასშტაბური ესეების კონკურსი
„ერუდიტის“ ესეების კონკურსი მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისათვის არის ახალი გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ „ერუდიტი“ ასევე ახორციელებს სასკოლო ოლიმპიადების პროექტს. მიგვაჩნია, რომ სასკოლო ოლიმპიადებთან შედარებით „ესეების კონკურსი“ იძლევა მეტ საშუალებას, რათა შეაფასოთ საკუთარი ცოდნა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი. „ერუდიტის“ ესეების კონკურსი სრულად შეესაბამება ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი „ესეების წერისა და მეთოდოლოგიური შეფასების“ სტანდარტების. „ერუდიტის“ ესეების კონკურსის მონაწილე, საკუთარი არგუმენტალური მსჯელობით ასაბუთებს კონკრეტულ საკითხზე საკუთარ პოზიციებს. იშველიებს წყაროებს (ციტატებს, გამონათქვამებს და ა.შ), „ერუდიტის“ გუნდი კვალიფიციური ექსპერტების, ფსიქოლოგების და განათების სამინისტროს სერთიფიცირებული მასწავლებლების მიერ დაკომპლექტებული გუნდით სწავლობს და აფასებს თითოეულ ნამუშევარს. აღსანიშნავია, რომ „ერუდიტის“ ესეების კონკურსის ყველა მონაწილე, როგორც I ტურის, ასევე II ტურის დასრულების შემდეგ მიიღებს ინდივიდუალურ სარეკომენდაციო ბარათს. აღნიშნულ ბარათში აღწერილი იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რაც შეფასების კომისიის მიერ გაიცემა მონაწილის მიმართ, რათა მონაწილემ იმუშაოს საკუთარ სუსტ მხარეებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). „ერუდიტის“ ესეების კონკურსის მიზანია მონაწილეებმა, დარგის ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე გაიუმჯობესონ და დახვეწონ, როგორც ანალიტიკური აზროვნების უნარი, ასევე აიმაღლონ გამოცდილება და შეეჩვიონ სტანდარტების შესაბამისად ესეების წერის მანერას. „ერუდიტის“ ესეების კონკურსი უფროსკლასელთათვის სრულად შეესაბამება, როგორც სტრუქტურით, ასევე შეფასების კრიტერიუმით ერთიანი ეროვნული გამოცდების ესეს წერისა და შეფასების სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ უფროს კლასელთა ნამუშევრებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების, გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ექსპერტები შეაფასებენ და გაცემენ რეკომენდაციებს მონაწილეთა მიმართ. ვფიქრობთ, რომ მათი ინდივიდუალური რეკომენდაციები მონაწილეს გაუწევს დიდ დახმარებას მომავალში, როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად, ასევე უნივერსიტეტებში სხვადასხვა ნაშრომების შესასრულებლად. „ერუდიტის“ ესეების კონკურსი უმცროსკლასელთათვის არ შეესაბამება ესეს წერის ზოგად და საჯარო სტანდარტებს, რათა უმცროსკლასელებს არ აქვთ ნასწავლი შესაბამისი სტანდარტები და სტილისტიკა.
„ერუდიტის“ ესეების კონკურსი უმცროსკლასელთათვის იქნება ერთგვარი თემის სტილში დასაწერი დავალება და ის არ შეფასდება, ესეს ზოგადი შეფასების კრიტერიუმებით.
შეფასების კრიტერიუმების შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, გთხოვთ დააკლიკოთ ღილაკს:
„ერუდიტის“ ინგლისურენოვანი ესეების კონკურსი უფროსკლასელებისათვის სრულად ფასდება საერთაშორისო „ესეს შეფასებისა და ანალიტიკის“ სტანდარტების შესაბამისად
ასევე შეფასების კრიტერიუმები თანხვედრაშია ერთიანი ეროვნული გამოცდების ესეს წერისა და შეფასების სტანდარტებთან.
აღსანიშნავია, რომ უფროს კლასელთა ნამუშევრებს როგორც, ერთიანი ეროვნული გამოცდების, გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ექსპერტები, ასევე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების „FLEX“-ის და „ERASMUS +“-ის გამოცდილი ექსპერტები შეაფასებენ და გაცემენ რეკომენდაციებს მონაწილეთა მიმართ.
ვფიქრობთ, რომ მათი ინდივიდუალური რეკომენდაციები მონაწილეს გაუწევს დიდ დახმარებას მომავალში, როგორც ერთიანი ეროვნულ გამოცდებში, ასევე სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში წარმატების მისაღწევად.
ჩვენთვის მნიჩვნელოვანია, რომ მონაწილეები, როგორც I ასევე II ტურებში შეფასდნენ პროფესიანლი, კვალიფიციური და მაღალი გამოცდილების მქონე ექსპერტების მხრიდან. მსგავსი ექსპერტების მომსახურეობა რათქმაუნდა არის დაკავშირებული ხარჯებთან, ასევე ხარჯებთან არის დაკავშირებული წარმატებული მონაწილეების წახალისება, პრიზების შეძენა და დაჯილდოება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ესეების კონკურსის
I ტური, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე სტუდენტებისათვის იყოს ფასიანი. მონაწილეობის საფასურის განსაზღვრისას შეუძლებელია არ გავითვალისწინოთ საქართველოში არსებული სოციალური და ეკონომიკური ფონი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პროექტის პირველი ტურის საფასურად განვსაზღვრეთ ყველასთვის ხელმისაწვდომი საფასური კერძოდ:
ერთი პროექტის არჩევის შემთხვევაში საფასური შეადგენს 25 ლარს;
ორივე პროექტის არჩევის შემთხვევაში მოქმედებს 20% ფასდაკლება და საფასური ნაცვლად 50 ლარისა შეადგენს 40 ლარს.
ესეების კონკურის II (ფინალური) ტური არის სრულიად უფასო.
ესეების კონკურსის შესახებ დამატებითი და დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით გთხოვთ დააკლიკოთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს.
„ერუდიტის“ გუნდი ყველა მოსწავლეს და სტუდენტს უსურვებს წარმატებას. საქართველოს ნამდვილად სჭირდება „ერუდირებული“, საღად მოაზროვნე, განათლებული მომავალი თაობა.
Comments