მოგესალმებით სამწუხაროდ ბოლოდროს მომხდარი სხვადასხვა შესაძლო კრიმინალური ქმედებები, რომლებიც ვრცელდება სხვადასხვა ტელეკომპანიების და სოც. მედიის მხრიდან მიუთითებს სკოლებში შემზარავი დანაშაულების შესახებ...
სამწუხაროდ აქ ადგილი არ აქვს, დირექტორებისგან ისეთ დანაშაულებს, როგორებიცაა: მოსწავლის მიმართ უსაფუძვლო შენიშვნა; მოსწავლის მიმართ უსაფუძვლო საყვედური; მოსწავლის მიმართ უსაფუძვლო დისწიპლინური სასჯელი; ან ყოველივეზემოაღნიშნული მასწავლებლის და სხვა სკოლის თანამშრომლის მიმართ...
(მიუხედავად იმისა, რომ ზემო აღნიშნული დანაშაულიც არის საკმაოდ მძიმე და საჭიროებს დროულ და ეფექტურ რეაგირებას).
სახეზე გვაქვს სხვა უფრო მძიმე ხარისხის დანაშაულები, რომლებიც შეიძლება იყოს: სკოლის დირექტორის ან სხვა თანამშრომლის მხირდან მოსწავლის მიმართ სექსუალური და გარყვნილი ქმედება; სკოლის დირექტორის ან სხვა თანამშრომლის მხრიდან მოსწავლის ჩაგვრა (ბულინგი) და ზოგიერთთ შემთხვევაში ფიზიკური ძალადობაც; სკოლის დირექტორის ან სხვა თანამშრომლის მხრიდან მოსწავლეების, მასწავლებლების და მშობლების პოლიტიკური ნიშნით გარიყვა და სხვა...
ყოველივე ზემოაღნიშნული ქმედებები მხოლოდ მცირეა იმ ჩამონათვალიდან, რომლებსაც ვხვდებით სხვადასხვა ტელეკომპანიებში და სოციალურ მედიაში...
აღნშნული ქმედების ჩამდენები, წყაროების მიხედვით, სამწუხაროდ არიან სკოლის დირექტორები და სკოლის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები...
(რათქმაუნდა უმეტესი შემთხვევა ჯერ არის მხოლოდ მოსაზრება და ოფიციალურად დადასტურებული საგამოძიებო სტრუქტურების მხრიდან ამ ეტაპზე არ არის, შესაბამისად ბრალდების ნაწილშიც ამ ეტაპზე ვერ მივუთითებთ კონკრეტულ მაგალითებზე).
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული დეტალებისა იცოდეთ, რომ საქართველში ნამდვილად არიან სკოლის დირექტორები და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ საზოგადოებიდან შექებას და სიყვარულს...
წარმოგიდგენთ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორს ბატონ მორის დანდურიშვილს.
გვინდა ავღნიშნოთ, რომ „ერუდიტი“ სხვადასხვა პროექტების გახორცილების დროს პროექტის მონაწილეებს უსვავს სხვადასხვა შეკითხვებს, რომლითაც ხდება პროექტის მონაწილეების რჩეული მასწავლებლების, დირექტორების და სხვა დეტალების გამოკვეთა...
ასევე გვინდა ავღნიშნოთ, რომ „ერუდიტის“ პროექტის მონაწილეები, რომლებიც იყვნენ ხაშურიდან, მაგრამ არ სწავლობდნენ N1 საჯარო სკოლაში რჩეულ და სამაგალითო დირექტორად მაინც N1 საჯარო სკოლის დირექტორს ბატონ მორის დანდურიშვილს ასახელებდნენ...
როდესაც შეკითხვა „როგორი დირექტორია ბატონი მორისი ?“ დავუსვით ხაშურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაგვცეს პასუხი, რომ „ბატონ მორის არ შევაფასებთ, როგორც “დირექტორს“, რადგან ბატონი მორისი არის ჩვენი მეგობარი, არამხოლოდ N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის, არამედ ხაშურის ნებისმიერი სკოლის ნებისმიერი მოსწავლისთვის და პედაგოგისთვის“...
ერთ-ერთმა მოქალაქემ ჩვენთან საუბრისას ისიც განაცხადა, რომ სკოლაში (არ ვგულისხმობთ N1 სკოლას) შეექმნა გარკვეული სახის პრობლემა, პრობლემის გადაჭრაში კი ბატონი მორისი დაეხმარა ამ მოსწავლეს. დღეის მდგომარეობით ამ მოსწავლეს წარმატებით აქვს დასრულებული ხაშურში მდებარე ერთ-ერთი საჯარო სკოლა ისე, რომ ამ პრობლემას გაგრძელება არც მოყოლია...
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის მთავარ ინტერეს მოსწავლეების და მხოლოდ მოსწავლეების აზრი წარმოადგენს.
აღნიშნული შინაარსის კითთხვებით მაინც მივმართეთ, როგორც ხაშურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებს, ასევე ხაშურის სხვა საჯარო სკოლის პედაგოგებს და ყველა მათგანი ნათლად მიუთითებს, რომ ბატონი მორისის მონდომება, მოსწავლეებთან და პედაგოგებთან მეგობრული დამოკიდებულება და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება ნამდვილად თვალსაჩინო და გამოსარჩევია...
ასევე არ შეიძლება არ აღენიშნოს ბატონი მორისის პირადი სოციალური ქსელი და ხაშურის N1 საჯარო სკოლის სოციალური ქსელის გვერდები. აღნიშნულ გვერდებზე მუდმივად იდება სხვადასხვა სახის საინტერესო სიახლეები და რაც მთავარია, როგორც ხაშურის N1 საჯარო სკოლის გვერდზე, ასევე ბატონი მორისის პირად სოციალურ გვერდზე ატვირთული მასალითაც შეგვიძლია მივხვდეთ ბატონი მორისის და მისი მოსწავლეების მეგობრული დამოკიდებულება...
ჩვენ არ გვინდა სკოლებში “დირექტორები“, მითუმეტეს არ გვინდა „დიქტატორები“, “კაპიტნები“, “მოძალადეები“, “მჩაგვრელები“, “დამნაშავეები“ და ა.შ...
ჩვენ გვინდა სკოლებში “მეგობრები“, ჩვენი პრობლემის გამზიარებლები, საქმისადმი პროფესიონალები და რეალური ლიდერები...
მადლობა ყურადღებისათვის გილოცავთ დამდეგ ახალ სასწავლო წელს. გისურვებთ წარმატებას.
Comments