ერუდიტი წარმოგიდგენთ
სასკოლო ოლიმპიადების პროექტს შემდეგ საგნებში:
ქართული ენა და ლიტერატურა;
სამოქალაქო განათლება;
ინგლისური ენა;
მათემატიკა.
პროექტში რეგისტრაცია შეუძლია, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
ქართული ენის, ინგლისური ენისა და მათემატიკის ოლიმპიადის პროექტში რეგისტრაცია შეუძლია მე-2 დან მე-12 კლასის მოსწავლეებს.
სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პროექტში რეგისტრაცია შეუძლია მე-7 დან მე-12 კლასის მოსწავლეებს.
სასკოლო ოლიმპიადები ჩატარდება 3 ტურად: I ტური დისტანციური; II ტური დისტანციური; III ტური ფიზიკური ფორმატით (საქართველოს ყველა რეგიონში).
„ერუდიტის“ გუნდისათვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ნებისმიერ პროექტში გამარჯვებულები გამოვლინდნენ ჭეშმარიტი კონკურენციისა, გამჭირვალეობისა და სამართლიანობის სტანდარტების მაქსიმალური დაცვით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე „ერუდიტის“ გუნდში მიგვაჩნია, რომ ტესტებზე მუშაობისას, გადაწერის პრევენციის მიზნით აუცილებელია მონაწილეთა დაკვირვება. „ერუდიტის“ სასკოლო ოლიმპიადების, როგორც I , ასევე II ტურში სრულად იქნება ვიდეო და აუდიო კონტროლი.
მონაწილეები ტესტს შეასრულებენ კამერის და მიკროფონის აქტივაციის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ „ერუდიტის“ ოლიმპიადის, როგორც I , ასევე II ტურში მონაწილეს შეუძლია სისტემაში შემოვიდეს:
პერსონალური კომპიუტერით;
ლეპტოპით;
სკოლის ლეპტოპით ე.წ „ბუკით“;
მობილური ტელეფონით;
პლანშეტური კომპიუტერით.
„ერუდიტის“ ვებ-პლატფორმები არ ქმნის დაბრკოლებას, რომელიმე კონკრეტული მოწყობილობის მიმართ.
სამწუხაროდ საქართველოში არსებული სოციალური და ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე ყველა ოჯახში არ არის პერსონალური კომპიუტერი. ჩვენ კი დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ სისტემაში შემოსვლის საშუალება მხოლოდ კომპიუტერული მოწყობილობით მოვახდინოთ.
სასკოლო ოლიმპიადების პროექტის პირველი ტური არის სრულიად უფასო
„ერუდიტის“ გუნდში არ მიგვაჩნია სწორედ, რომ მონაწილეს საფასური მოვთხოვოთ პროექტში რეგისტრაციამდე.
„ერუდიტის“ გუნდში მივიჩნევთ, რომ მონაწილეს ახალ პროექტში რეგისტრაციის დროს დაუშვებელია შეექმნას რაიმე ტიპის დაბრკოლება მათშორის ფინანსური ბარიერი. „ერუდიტის“ გუნდში მივიჩნევთ, რომ აუცილებელია მონაწილემ პროექტის საფასურის გადახდამდე,: შეამოწმოს საკუთარი ცოდნა, ასევე შეამოწმოს საგამოცდო სისტემის ფუნქციები და რაც მთავარია შეამოწმოს საგამოცდო ტესტის საკითხები ეროვნულ საგანმანათლებლო გეგმასთან მიმართებით.
როდესაც მონაწილე შეამოწმებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, როდესაც მონაწილე გაივლის I საგამოცდო ტურს და საჭიროდ ჩათვლის, რომ „ერუდიტის“ პროექტები და „ერუდიტის“ სივრცე არის ადგილი სადაც ნამდვილად უნდა გააგრძელოს ასპარეზობა, მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია დარეგისტრირდეს სასკოლო ოლიმპიადების პროექტის მე-2 ტურში და გადაიხადოს მე-2 ტურის რეგისტრაციით განსაზღვრული საფასური. მე-2 ტურის ღირებულება შეადგენს: 1 საგანი 25 ლარი 2 საგანი 50 ლარი 3 საგანი 75 ლარი
4 საგანი 85 ლარი სასკოლო ოლიმპიადების პროექტის ფინალური მე-3 ტური არის სრულიად უფასო
როგორც ზემოთ აღნიშნულ ტექსტში წაიკითხეთ. დიახ სასკოლო ოლიმპიადების პროექტის მხოლოდ 1 ტურია ფასიანი. „ერუდიტის“ გუნდში დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ მონაწილეებს ყოველი ტურის წინ გადავახდევინოთ რეგისტრაციის საფასური და სხვადასხვა გადასახადები.
„ერუდიტის“ მე-2 ტურში რეგისტრაციის საფასურის დაწესების ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ რეგისტრაციის საფასურიდან შემოსული თანხებით მოხდეს პრიზების შეძენა და მე-3 ტურის დასრულების შემდეგ მოხდეს პროექტის საუკეთესო მონაწილეების წახალისება.
დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით გთხოვთ დააკლიკოთ ღილაკს
„ერუდიტის“ გუნდი ყველა მოსწავლეს და სტუდენტს უსურვებს წარმატებას. საქართველოს ნამდვილად სჭირდება „ერუდირებული“, საღად მოაზროვნე, განათლებული მომავალი თაობა.
Comments