top of page
Search
  • Writer's pictureერუდიტი

სასკოლო ოლიმპიადა - ერუდიტი

Updated: Jul 19, 2023

მოგესალმებით

როგორც მოგეხსენებათ „პროგრამა ერუდიტი“ 2022-2023 სასწავლო წლის ბოლოს ახორციელებდა მასშტაბურ სასკოლო ოლიმპიადების პროექტს. მადლობას გიხდით ყველა მონაწილეს ნდობისთვის და რაც მთავარია მადლობა თითოეულ მონაწილეს და მშობელს მასზედ, რომ ინტერესდებით საგანმანათლებლო ორგანიზაციებით და აქტიურად ასპარეზობთ სხვადასხვა სახის საგანმანათბელო პროექტებში. სიამაყით გვინდა გითხრათ, რომ „ერუდიტის“ სასკოლო ოლიმპიადის 2023 წლის I სეზონს ფაქტობრივად არ ქონია რაიმე ტიპის ტექნიკური ხარვეზი. „ერუდიტის“ ადმინისტრაციაში შემოვიდა მხოლოდ 23 განცხადება შესაძლო ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან მოხდა თითოეული საკითხის ინდივიდუალური შეფასება და განხილვა რის შემდეგაც დადგინდა, რომ 23 განცხადებიდან მხოლოდ და მხოლოდ 4 განცხადებაში ნამდვილად ფიქსირდებოდა სხვადასხვა სახის ტექნიკური ხარვეზი, რაზეც „ერუდიტის“ ადმინისტრაციამ და „ერუდიტის“ ტექნიკურმა სამსახურმა მოახდინა შესაბამისი და მყისიერი რეაგირება. საბოლოოდ ყველა განმცხადებელს ეცნობა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად და თითოეული მათგანი სრულად დაეთანხმა ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სიამაყით მოგახსენებთ, რომ ერუდიტის 2023 წლის I სეზონის სასკოლო ოლიმპიადებში მონაწილეობას იღებდა 3 262 მონაწილე აქედან კი მხოლოდ 4 ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ „ერუდიტის“ სასკოლო ოლიმპიადების 3 ტურის გახორციელება მოხდა რეკორდულ დროში 28 დღეში „ერუდიტის“ ადმინისტრაციამ უზრუნველყო უხარვეზოდ 3 ტურის ორგანიზება. საბოლოოდ კი „ერუდიტის“ სასკოლო ოლიმპიადების 2023 წლის I სეზონის საუკეთესო მონაწილეებიც გამოვლინდნენ და გადაეცათ შესაბამისი პრიზები.... როგორც, „ერუდიტის“ სასკოლო ოლიმპიადის ყვლა მონაწილეს, ასევე თითოეულ მოსწავლეს და სტუდენტს ვუსურვებთ წარმატებას, კარიერულ წინსვლას და რაც მთავარია ვუსურვებთ არასდროს არ დაეკარგოთ ინტერესი განათლებისადმი....


შეგახსენებთ, რომ „ერუდიტის“ სასკოლო ოლიმპიადის მომდევნო სეზონი გაიმართება 2023 წლის სექტემბერში.

#ერუდიტი #განათთება_გვაერთიანებს

223 views0 comments

Recent Posts

See All

コメント


bottom of page