top of page
logo eschool white_edited.png
მოგესალმებით მასწავლებლებო
საქართველოში რეგისტრირებულია 10 ზე მეტი ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახის სასკოლო ოლიმპიადების პროექტს.
სამწუხაროდ არაერთი ტექნიკური ხარვეზის და ზოგიერ შემთხვევაში ორგანიზატორების მხირდან წინასწარ განსაზღვრული დანაშაულებრივი ქმედებების გამო ზოგიერთი მოსწავლე ოლიმპიადაში ნათლად და მკაფიოდ ვერ ავლენს საკუთარ უნარებს. 
ხშირ შემთხვევაში მოსწავლეები შეგნებულად არ ხვდებიან სარეიტინგო სიებში და ვერ იღებენ კუთნილ პრიზებს.
ზოგიერთ შემთხვევაში მოსწავლეს კუთნილი პრიზი, სერტიფიკატი, დიპლომი ან სხვა ტიპის საჩუქარი გადაეცემა გონივრულ ვადაზე გვიან.
ყოველივე აღნიშნული მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების ნაცვლად იწვევს დემოტივაციას და მოსწავლეები კარგავენ სურვილს, რომ ჩაერთნონ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებში.
5 ადგილობრივი და 3 საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის აქტიური ჩართულობის შედეგად შევიმუშავეთ ახალი სასკოლო ოლიმპიადების მოდული, რომელიც გააუმჯოესებს მოსწავლეთა ცოდნის შეფასებას და საუკეთესო მოსწავლეები მიიღებენ სხვადასხვა სახის საჩუქრებს.
აღნიშნული მოდული ჯერ არ არის საბოლოო და მასში ვფიქრობთ ცვლილეების შეტანას, კონკრეტულად რა ცვლილებები შევა მოდულში ეს დამოკიდებულია თქვენი მასწავლებლების პოზიციებზე.
მაქსიმალურად მოკლედ, მაგრამ კონკრეტულად აგიხსნით რას გულისხმობს ახალი მოდული.
დეტალების ახსნის შემდეგ იქნება ღილაკი „დააფიქსირე პოზიცია“ აღნიშნულის გახსნის შემდეგ თქვენ უნდა დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია, რადგან პროექტი იყოს სრულყოფიული და მასში გათვალისწინებული იყოს ყველა მხარის რჩევები და რეკომენდაციები.
ახალი მოდული
(სასკოლო ოლიმპიადების ჩატარეის შესახებ)
1) ცვლილება შედის სასკოლო ოლიმპიადების საგნებად დაყოფასთან დაკავშირებით, ნაცვლად კონკრეტულ საგანში ოლიმპიადის ორგანიზებისა შევიმუშავეთ სტანდარტი რაც გულისხმობს „კომბინირებულ სასკოლო ოლიმპიადას“.

თუ მოსწავლე არის მე-5 კლასში მას „კომბინირებულ სასკოლო ოლიმპიადაში“ შეხვდება 30 შეკითხვისგან შემდგარი ტესტი, მაგრამ მოსწავლემ წინასწარ არ იცის რამდენი შეკითხვა იქნება მათემატიკიდან, ქართულიდან და ა.შ.

მე-5 კლასელს შეხვდება მხოლოდ იმ საგნიდან შეკითხვები, რომელი საგნებიც ეროვნული საგანმანათლებლო გეგმის შესაბამისად ნასწავლი უნდა ქონდეს მე-5 კლასის მოსწავლეს (აღნიშნული რათქმაუნდა ვრცელდება სხვა კლასებზეც).

მთავარი მიზანია პროექტმა გამოავლინოს „საქართველოს საუკეთესო სკოლის მოსწავლეები“

საგნების მიხედვით „საუკეთესო სკოლის მოსწავლის“ ტიტულის გაცემა დაუშვებელია,
თუ მოსწავლეს აქვს ამბიცია იმისა, რომ გახდეს „საქართველოს საუკეთესო სკოლის მოსწავლე“, იგი არ უნდა უშინდებოდეს არცერთ სასკოლო საგანს, მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ თავი გაართვას ნებისმიერი საგნიდან დასმულ ნებისმიერ შეკითხვას
(რათქმაუნდა შეკითხვის და საგნის დონე უნდა შეესაბამებოდეს მის კლასსა და ასაკს).
2) ცვლილება შედის სასკოლო ოლიმპიადების ტესტის ტიპთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ ზოგიერთი ორგანიზაცია დიდი ალბათობით რესურსების დაზოგვის მიზნით მონაწილეებს სთავაზობს მხოლოდ დახურული (შემოსახაზი პასუხებით) შედგენილ ტესტს.

ახალი მოდულის „კომბინირებულ სასკოლო ოლიმპიადაში“ იქნება, როგორც ღია (ჩასაწერი პასუხებით), ასევე დახურული (შემოსახაზი პასუხეით) შედგენილი ტესტი.

შემოსახაზი პასუხები სადაც 25% ია შანსი იმისა, რომ თუ არ იცი საკითხი მაინც უპასუხო სწორედ ვფიქრობთ, რომ ვერ ავლენს მოსწავლის რეალურ ცოდნას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საგამოცდო ტესტში დამატებული იქნება ღია (ჩასაწერ პასუხიანი) საკითხები, რათა რეალურად შეფასდეს მოსწავლის ცოდნა და სამართლიანად გამოვლინდნენ „საქართველოს საუკეთესო სკოლის მოსწავლეები“.
ზემოაღნიშნული 2 პუნქტია ძირითადი ცვლილებები, რომელზეც აგებულია სასკოლო ოლიმპიადის ახალი მოდული.
გარდა აღნიშნული 2 პუნქტისა სხვადასხვა ტექნიკური საკითხებია მოცემული შესავსებ ფორმაში, გთხოვთ გაეცნოთ ფორმას და მოგვაწოდოთ თქვენი პოზიცია.

მასწავლებლების როლი და ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.
ფორმის შესავსებათ დააკლიკეთ ღილაკს „დააფიქსირე პოზიცია“
bottom of page