top of page
Stationery
ინფორმაცია eSchool ის შესახებ

„eSchool“ წარმოგიდგენთ
სასკოლო ოლიმპიადების მე-8 სეზონს.

განსხვავებით სხვა სასკოლო ოლიმპიადებისგან, ისქულის ოლიმპიადა არ ტარდება საგნების მიხედვით.

„ისქულის“ სასკოლო ოლიმპიადის მთავარი მიზანია, გამოავლინოს საქართველოს ყველაზე ნიჭიერი სკოლის მოსწავლეები კლასების მიხედვით.

საგნების მიხედვით „საუკეთესო სკოლის მოსწავლის“ ტიტულის გაცემა დაუშვებელია.
თუ მოსწავლეს აქვს ამბიცია იმისა, რომ გახდეს „საქართველოს საუკეთესო სკოლის მოსწავლე“, იგი არ უნდა უშინდებოდეს არცერთ სასკოლო საგანს, მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ თავი გაართვას ნებისმიერი საგნიდან დასმულ ნებისმიერ შეკითხვას
(რა თქმა უნდა შეკითხვის და საგნის დონე უნდა შეესაბამებოდეს მის კლასსა და ასაკს).

ნაცვლად იმისა, რომ გამოვავლინოთ, რომელი მოსწავლე უფრო კარგად სწავლობს მათემატიკას, ისტორიას ან ა.შ...
უმჯობესია, გამოვავლინოთ მოსწავლეები:
რომლებიც სწავლობენ ყველა საგანს კარგად,
რომლებიც არ უშინდებიან არცერთ საგანს,
რომლებიც მზად, არიან ნებისმიერ საგნის ნებისმიერ შეკითხვას უპასუხონ სწორად...

ისქულის სასკოლო ოლიმპიადების ელექტრონული ტესტირების სისტემა ადაპტირებულია:

  • მობილური ტელეფონებისათვის (ANDROID, GOOGLE PIXEL, IOS);

  • პლანშეტური კომპიუტერებისათვუს (ANDROID, IOS, WINDOWS);

  • ლეპტოპებისათვის (ANDROID, IOS, WINDOWS, CHROME BOOK);

  • კომპიუტერებისათვის (ANDROID, IOS, WINDOWS).

 

ტესტირების პორტალში ჩასართავად საჭიროა ზემოაღნიშნული მოწყობილობებიდან ერთ-ერთი.
ასევე ტესტირებაში ჩასართავად აუცილებელია, თქვენს მოწყობილობას ჰქონდეს კამერა და მიკროფონი,
ასევე ტესტირების სისტემაში ჩასართავად აუცილებელია გქონდეთ წვდომა ინტერნეტთან. 

ტესტირების პორტალი იგზავნება ლინკის სახით და ის შეგიძლიათ გახსნათ ნებისმიერ ინტერნეტ ბრაუზერში:

(GOOGLE CHROME, FIREFOX, SAFARI, OPERA, MICROSOFT EDGE ან სხვა).

ისქულის სასკოლო ოლიმპიადის ერთ-ერთ უპირატესობაა, რომ მოსწავლეს არ უწევს სხვადასხვა საგანში რეგისტრაცია, დამოუკიდებლად სხვადასხვა საგნის ოლიმპიადისთვის მომზადება და ა.შ...

ისქულის სასკოლო ოლიმპიადის ერთ-ერთი უპირატესობაა ასევე ისიც, რომ ტესტირების პორტალი არის სრულად ელექტრონული, შესაბამისად, მონაწილეს არ უწევს სხვადასხვა რეგიონებში და რაიონებში გადაადგილება ტესტის შესასრულებლად.

„ისქულის“ ფინალური ტური თბილისის მასშტაბით ტარდება ფიზიკური ფორმატით, ფინალში გადასულ მონაწილეებს წინასწარ მიეწოდება ინფორმაცია ფინალის ჩატარების ლოკაციის და საათების შესახებ.

თუ მონაწილე სწავლობს რეგიონში და გადავა ფინალურ ტურში მას აქვს უფლება არ ჩამოვიდეს თბილისში და ფინალურ ტურში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად სპეციალური პროგერამის გამოყენებით LIVE რეჟიმში.

ისქულის სასკოლო ოლიმპიადის ელექტრონული ტესტირების სისტემა სრულად პასუხობს „კემბრიჯის უნივერსიტეტის“ მიერ შედგენილ ელექტრონული ტესტირების მოთხოვნებს:

  • პორტალზე ხდება მონაწილეთა აუდიო ჩაწერა/დაკვირვება;

  • პორტალზე ხდება მონაწილეთა ვიდეო ჩაწერა/დაკვირვება;

  • პორტალზე ხდება მონაწილეთა ეკრანის ჩაწერა/დაკვირვება;

  • პორტალი აკონტროლებს მონაწილეთა კომპიუტერში საძიებო სისტემების გამოყენებას;

  • პორტალი აკონტროლებს მონაწილეთა კომპიუტერში თარგმნის სისტემების გამოყენებას;

  • პორტალი აკონტროლებს მონაწილეთა კომპიუტერში გამოთვლითი სისტემების გამოყენებას.

ყოველივე ზემოაღნიშნული კონტროლის მექანიზმი დანერგილია მასზედ, რომ ოლიმპიადა ჩატარდეს თანაბარ კონკურენტულ გარემოში და რომელიმე მონაწილეს არ მიეცეს საშუალება, რომ არასამართლიანი გზებით დააგროვოს სხვა მოსწავლესთან შედარებით მაღალი ქულები.

მე-3 ტურის დასრულების შემდეგ კი მონაწილეები სერტიფიკატებთან და დიპლომებთან ერთად იღებენ სხვადასხვა სახის ფასიან საჩუქრებს.

გაითვალისწინეთ, რომ „ისქულის“ ოლიმპიადაში თქვენი ცოდნა ერთობლივად ფასდება ყველა სასკოლო საგანში და განსხვავებით სხვა ოლიმპიადებისგან „ისქულის“ ოლიმპიადაში ყველა საგანში არ იხდით თანხას ცალ-ცალკე.

თუ გაქვთ შეკითხვები გთხოვთ დააკლიკოთ ღილაკს „დახმარება“ და იხილოთ თქვენთვის სასურველ კითხვაზე პასუხი.

bottom of page